|
2023-08-30 11:40:16, 664 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ტყუილია, რომ მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა
რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონი არასწორად დამონტაჟდა, „ფეიკნიუსია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მანვე საზოგადოებას წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, როგორ მუშაობს აღნიშნული ატრაქციონი. „ფეიკნიუსების“ მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმირებაა. გუშინ რიგი მედიასაშუალებები სიცრუეს ტირაჟირებდნენ, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა არასწორად, უკუღმა. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის, ვისაც უხარია დედაქალაქის წინსვლა, გავაკეთებთ განმარტებებს. ამ ადამიანებს კი აქვთ უფლება, აირჩიონ როგორ გააგრძელონ თავიანთი ჟურნალისტური საქმიანობა. არავინ გზღუდავთ, დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში, თუმცა სიცრუის უფლებას არ მოგცემთ და მას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დამონტაჟდა. აღნიშნულ სასრიალოს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია და გათვლილია სამიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)