|
2023-08-29 16:21:21, 853 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ონში სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ. „ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს“,- აღნიშნულია განცხადებაში ცნობისთვის, დღეს, 29 აგვისტოს ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)