|
2023-08-29 16:17:28, 781 ნახვა
საზოგადოება
მცხეთის რწმუნებული - შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია
შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამუშაოები, დავით ნოზაზე ასევე აღნიშნავს, რომ გეოლოგების დასკვნა დაახლოებით ორ დღეში იქნება ცნობილი. "გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს წერილობით მოგვაწვდიან გეოლოგიის სპეციალისტები. შეზღუდვა რჩება ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განვახორციელებთ სამუშაოებს, თუ რამე მითითებას მოგვცემენ", - განაცხადა დავით ნოზაძემ. ცნობისთვის, 27 აგვისტოს შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)