|
2023-08-28 08:54:44, 891 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვა - დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი
დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა. "მოსავლის დაბინავება ამ ეტაპზე ძირითადად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მომავალი კვირიდან რთველის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. ვხედავთ, როგორ გაზრდილია მოსავლიანობა ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც ექსპორტის ზრდამ და დარგის განვითარებამ განაპირობა. რთველი არის სამეურნეო პროცესი, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, წელსაც წარმატებული იქნება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება მევენახეებს ჩაუბარებელი", - განაცხადა ლევან მეხუზლამ. მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 110 ღვინოს საწარმო, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას ანახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)