|
2023-08-26 10:53:45, 713 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, „სოფლად სახლის“ პროექტით განსახლებული დევნილი ოჯახები მოინახულა
დევნილებისთვის, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. 2023 წელს, სააგენტომ, სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილი ოჯახები, ახალ საცხოვრებელ ადგილას, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა მოინახულეს. "პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს. 2025 წლის ბოლომდე, სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)