|
2015-02-10 12:44:02, 665 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო
საქართველოს მთავრობამ აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 223 014 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხიდან 1 333 000 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 1 000 000 ლარი - ბათუმისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებისთვის, 424 334 ლარი ქობულეთის, 465 680 ლარი კი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის არის გათვალისწინებული. „გასულ წელს აჭარაში ხშირი იყო სტიქიური მოვლენები. ჭარბი ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რეგიონის ინფრასტრუქტურას. სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის საერთო თანხამ დაახლოებით 3 500 000 ლარი შეადგინა. აქედან 261 800 ლარი გამოიყო აჭარის არ სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 402 ოჯახის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის და დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ხოლო 3 223 014 ლარის გამოყოფა ეთხოვა საქართველოს მთავრობას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)