|
2023-08-21 13:50:00, 761 ნახვა
საზოგადოება
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
საბურთალოს რაიონის გამგეობა ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება და ბუნებრივი გაზის ამორტიზებული მილების სრულად განახლება, რომელსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს. „პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და პანდუსები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. კერძოდ, შეზღუდვა მოქმედებს ტანძიისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება იკეტება, ხოლო მეორე მხარეს ორმხრივი მოძრაობაა. პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად - ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. პროექტი, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)