|
2023-08-20 12:24:50, 904 ნახვა
საზოგადოება
მარგველიძე - სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის, - ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. როგორც მარგველიძემ აღნიშნა, 6 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტშიც მიმდინარეობს. "უკვე მე-18 დღეა, სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. 27 დაღუპულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, პროცედურები სჭირდება დნმ-ის ანალიზს. 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)