|
2023-08-18 17:49:05, 730 ნახვა
საზოგადოება
საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია
2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 2.2%-ით მეტია. „გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)