|
2023-08-17 19:32:09, 779 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში სამშენებლო ნარჩენისგან 16 ლოკაცია დასუფთავდა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს და სამშენებლო ნარჩენები 16 ლოკაციიდან გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, დომენიკა ერისთავის ქუჩაზე და „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი გაეცნო. "აქციაში ჩართული იყო კომპანიის 25 თანამშრომელი. მსგავსი ღონისძიებები თბილისის ათივე რიაონში მიმდინარეობს. კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)