|
2023-08-15 19:46:30, 873 ნახვა
საზოგადოება
სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ
სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინებაა შესული. "ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და გარდა ამისა, სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები",- განუცხადეს "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. სიონის ტბაში 15 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. "15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან, დაახლოებით, 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა. თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!"- დაწერა ჩერქეზიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)