|
2023-08-15 12:33:52, 665 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის ძალების ნაკრები გუნდის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა გააცილა და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა. "თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი მიიღებს - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს; გუნდი 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები მესამედ იღებს მონაწილეობას",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)