|
2023-08-15 12:27:25, 567 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ინვენტარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კორპუსების მიმდებარედ არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლებიც მოიხსნება და რეკრეაციული სივრცის მოცულობა გაიზრდება. ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება და თანხმობა, რომ ავტოფარეხებისა და შემოღობვის დემონტაჟი მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ამის წინააღმდეგი არიან. არადა ეს ყველაფერი კეთდება ისევ ადგილობრივებისთვის, რომ მოწესრიგდეს, გალამაზდეს სივრცეები და ხალხმა გამოიყენოს, დაისვენოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. აღნიშნული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)