|
2023-08-15 12:23:27, 609 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში სკვერები სამ მისამართზე ეწყობა
ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სკვერები სამ მისამართზე ეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტები 5 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხორციელდება. „ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში ეწყობა სკვერები, გამწვანებული ზოლები, სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს სამ მისამართზე, რომელთა ფართობი 5 500 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსდება ინოვაციური, თანამედროვე საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები და განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების არსებობა დედაქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს რეაბილიტირებული, მეტი პარკი გვქონდეს, რადგან დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს მწვანე სივრცეების არსებობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)