|
2023-08-15 12:05:26, 620 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 34 ჰა ფართობზე მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებენ
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში არსებულ ფიჭვნარში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებელი მწერის - ფიჭვის პარკხვევიას მასიური გამრავლების ფაქტები დააფიქსირეს. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. "მავნებლის გავრცელების კერების სრული განადგურების მიზნით, ტერიტორიის წამლობა ორჯერ განხორციელდა. წამლობის დასრულების შემდეგ, ფიჭვნარ კორომში რეკრეაციული და ეკოლოგიური ფუნქციები სრულად აღდგება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)