|
2023-08-14 17:03:27, 873 ნახვა
საზოგადოება
ქარსელაძე - მეწყერი არ ჩამოსულა, იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი - დღეს რიკოთი არის უსაფრთხო
რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რიკოთი უსაფრთხოა. "რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეცრეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა და აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა იმისთვის, რომ გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა შესაბამისად უსაფრთხო. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცეს წინსწრებად ისევე, როგორც მთელი ეს დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი. შესაბამისად, ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო",- აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)