|
2023-08-14 14:30:54, 661 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დაათვალიერა
ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ხიდი ქვეითებისთვის დღესდღეობით სრულებით უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება. „სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა - საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. "პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი. „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)