|
2023-08-11 18:56:39, 965 ნახვა
საზოგადოება
„თიბისისთან“ პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს
"თიბისის" მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და "თიბისი" მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. ქართული რაგბისა და "თიბისის" სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, "თიბისი", საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს. „ "თიბისის" და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. "თიბისის" კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ - მაკუნა თავბერიძე, "თიბისი" ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)