|
2023-07-24 13:42:18, 918 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება გრძელდება
ვაკის რაიონში გზების განახლება აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის, 90-მდე მისამართზე, დაახლოებით, 50 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი რეაბილიტირდა. „გარდა ამისა, 10 მისამართზე მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, ხოლო ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების განახლება. გამგეობის დაკვეთით, ორ მისამართზე ასევე, მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები, ორ მისამართზე დამცავი კედლები, ცხრა მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბეები. თანამშრომლობა ვაკის რაიონში რეგისტრირებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთანაც აქტიურად მიმდინარეობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, გამგეობამ, მიმდინარე წელს 65 პროექტი განახორციელა, რაც ამხანაგობების საერთო ქონების განახლებას გულისხმობს. სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, 30 მისამართზე ლიფტები განახლდა, 13 მისამართზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავები რეაბილიტირდა, ცხრა მისამართზე წყალარინების ქსელები მოწესრიგდა. სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული და საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს. სარეაბილიტაციო პროექტების გარდა, ვაკის რაიონში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასევე, კულტურული, საბავშვო და სპორტული სამი ღონისძიება ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)