|
2023-07-18 09:50:25, 645 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - თავდაცვის კოდექსი სამხედრო პირებისთვის სოციალურ გარანტიებს უზრუნველყოფს
თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით, ასევე გადაჭრის წვევამდელებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხს და უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, კოდექსზე მუშაობისა და განხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა "პროექტის კრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა". „კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას რაიმე წინააღმდეგობა მოჰყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ, მუშაობისას გავაფართოვეთ პირთა წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არ ყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“,- განაცხადა ბურჭულაძემ. ბურჭულაძის თქმითვე, თავდაცვის კოდექსი წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს. „კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)