|
2023-07-06 21:13:10, 824 ნახვა
საზოგადოება
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შეხვედრა გამართა
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა. ადგილობრივებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, მათთან ერთად არსებულ გამოწვევები განიხილა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ზამლეთის თემის სოფლებში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება 20-ზე მეტ ლოკაციაზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლებში არსებულ მოსაცდელებს, მემორიალებსა და ფანჩატურებს. დაგეგმილია ნიგაზეულის სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და ნენიის ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა სოფლებისა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს საზაფხულო იალაღებზეც. კიკიბოს მთაში გაყვანილი იქნება ახალი ელექტროსისტემა და ჯანჯღნარის მთაში მოეწყობა ფანჩატური.
ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც ყველა სოფელში მოეწყობა გარე განათება. შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ალი კეკელიძე, თემის რწმუნებული და რწმუნებულის თანაშემწეები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)