|
2023-07-06 20:23:19, 845 ნახვა
საზოგადოება
გვარამია ბაჩიაშვილის საქმეზე - ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის ღია ეროზია მე არ მახსენდება
ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას. გვარამიამ აღნიშნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ნიჭიერებითა და დასავლური განათლებით გამოირჩევა და მისი ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება საინტერესოა. "გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიმპტომი და ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება. რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა. ჩემთვის ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა", - წერს ნიკა გავრამია. შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)