07:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 14:20:21, 822 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა.0

“საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც.

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics