07:13 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 12:10:30, 820 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის სამეფოში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

"მხარეებმა რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებასა და არსებულ საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. 

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. 

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics