|
2023-07-04 15:15:01, 782 ნახვა
საზოგადოება
რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, ფონდმა Global Conservation 200 000 დოლარი გრანტი გამოყო
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფონდს Global Conservation შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ფონდი Global Conservation, მომდევნო 3 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 000 დოლარი გამოყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერტიულ გამოვლენას. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება. „დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ფონდთან Global Conversation ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16.25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი, დაახლოებით, 2 500 000 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)