|
2023-07-03 15:22:36, 713 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო 105 ორგანიზაცია მონაწილეობდა. ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უწყებაში არსებული სხვადსხვა მიმართულების ვაკანსიები გააცნო. „სააგენტოში მოთხოვნაა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების, სატყეო საქმის, გარემოს დაცვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტებზე, ასევე, საინჟინრო გეოდეზისტებზე, გეოგრაფებზე, ნიადაგმცოდნეებსა და აგრონომებზე. დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს სტრუქტურაზე, საქმიანობაზე, ამოცანებზე და ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებზე, სამუშაოს აღწერილობასა და ფუნქცია-მოვალეობებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)