|
2023-07-02 10:52:21, 1057 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე მარია ბურიჩს შეხვდა
რატი ბრეგაძემ და მარია ბურიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით, რაც ასახულია ევროპის საბჭოს ორგანოების დასკვნებსა და ანგარიშებში. საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლის შედეგადაც ციხეებში აღმოფხვრილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე არაერთხელ გამხდარა სტრასბურგის სასამართლოსა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მწვავე კრიტიკის საგანი; პატიმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეიძინონ მოთხოვნადი პროფესიები; ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება; მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში; პენიტენციურ დაწესებულებებში ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით; დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. დადებითად შეფასდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების მნიშვნელობაზე და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი. იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)