|
2023-06-29 13:40:39, 1127 ნახვა
საზოგადოება
ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, კვლევის პრეზენტაცია გამართა
პაციენტზე ორიენტირებული თერაპიის ფარგლებში, ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, კვლევის პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანი, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის უკეთესი სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელშეწყობაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კვლევა ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატუსს როგორც ქვეყანაში, ასევე - რეგიონში. „მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავების მნიშვნელობაზე ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორმა ისაუბრა. ზაზა ავალიანის განმარტებით, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ოპტიმალური ვადები ტუბერკულოზით ავადობის მნიშვნელოვნად შემცირების წინაპირობაა. სამეცნიერო კონსორციუმის წარმომადგენლები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობას და იმ კვლევით მიღწევებს გაეცნენ, რაც ცენტრს გააჩნია. სამ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში, 11 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)