|
2023-06-29 10:55:14, 1341 ნახვა
საზოგადოება
„ფიქრის ტრაექტორია“ - გამოფენა „თიბისი კონცეპტში“
„თიბისი კონცეპტი“, 4 ივლისიდან, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას „ფიქრის ტრაექტორია“. „ფიქრის ტრაექტორია“ ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ ხელოვანების - თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის, ოთო შენგელიას და დავით ჩიხლაძის საავტორო ძიებებს წარმოგვიდგენს. რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები - დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს. „ფიქრის ტრაექტორია” შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა @unirchived_semiotics „თიბისი კონცეპტის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით. გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი გამოფენის გახსნა: 4 ივლისი, 18:00. გამოფენის ხანგრძლივობა: 4 ივლისი - 4 სექტემბერი, 2023. მისამართი: „თიბისი კონცეპტი“, მარჯანიშვილის ქ. #7.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)