|
2023-06-28 13:38:37, 837 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმპორტიორებს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, მაცივარაგენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები, მაცივარაგენტების იმპორტიორები და ტექნიკოსები ესწრებოდნენ. „აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სხვა საერთაშორისოდ რეგულირებული გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. განახლებული კანონმდებლობა აწესებს ახალ მოთხოვნებს მაცივარაგენტების მართვაში ჩართული პირებისთვის, მათ შორის, მაცივარაგენტების იმპორტიორებისთვის. კერძოდ, დაინერგება კიგალის ცვლილებით გათვალისწინებული ნივთიერებების - ჰიდროფტორნახშირბადების იმპორტის კვოტირების და სანებართვო სისტემა; ასევე, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა (ჟურნალი), რომლიც ჩაანაცვლებს აღრიცხვა-ანგარიშგების არსებულ სახეებს. საქართველო სულ მალე შეუერთდება მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)