2023-06-28 11:13:10, 1503 ნახვა
სამართალი
„გირჩი მეტი თავისუფლება“ - სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-2 500 ლარი დააკისრა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ ავრცელებს.
„7-8 მარტის ამბებზე ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 2500-2500 ლარით დააჯარიმეს!“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი 7 მარტს, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,