|
2023-06-27 16:40:54, 788 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტი - 28-29 ივნისს, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
28-29 ივნისს, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. "საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“,- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)