|
2023-06-27 12:22:26, 928 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე დღით გახანგრძლივდა
თბილისის მერიის 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალგაზრდულ პროგრამებს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. „პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ყოველ ზაფხულს ხორციელდება და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი; მუნიციპალური საცურაო აუზი; ჩოგბურთის კორტები; ჯომარდობა; ლაშქრობები თბილისის გარშემო. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, ეკიპირებით, გამოცდილი სპეციალისტებით, მწვრთნელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და უკვე 4 000-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tbilisi.gov.ge/news/14768. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 292 331 (თამარ ღუღუნიშვილი) ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: tbilisisyc@gmail.com.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)