04:57 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 23:23:04, 824 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის დახურვაში მონაწილეობა მიიღო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე გამარჯვებულებს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება.

“დღეს მონაწილეობა მივიღე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში.

ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, ძალიან საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში, ასევე, კულტურული ტურები 5 მიმართულებაში.

მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო შეჯიბრებებში წარმატება. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება”, - წერს კობახიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics