|
2023-06-24 12:02:38, 867 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე - შონ ო ფარელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. "მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებისა და მათი გაცემის წესის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)