|
2023-06-23 17:49:34, 999 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილეს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელს ჯილ რაბის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის შესაძლებლობები განიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. "დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსებული რადიაციული უსაფრთხოების დეტექტორები დაათვალიერეს და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)