|
2023-06-23 12:01:33, 756 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მმართველები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების კომპანიების მმართველები ესტუმრნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ვიზიტის მიზანს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მათ შორის უკაბელო კავშირების გაცნობას წარმოადგენდა. "დელეგაციის წევრებს შორის უკაბელო კავშირის სენსორული მოწყობილობების მიმართულებით მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი „Libelium”იყო, რომელიც მუშაობს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის სისტემების (Smart Agriculture Solution) შექმნაზე. დელეგაციამ შეხვედრა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების და მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც ყურადღება ინფორმაციის გაზიარებაზე, ტრენინგების მოწყობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა. ვიზიტის ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ესპანელებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციობაზაზე უმასპინძლა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამპელოგრაფიული კოლექციადა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნო. დელეგაცია, 21-22 ივნისს, საქართველოში სავაჭრო მისიით იმყოფებოდა და მათ ანკარაში ესპანეთის საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი, გილერმო კესლერი ხელმძღვანელობდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)