|
2023-06-21 15:19:26, 776 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ, ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის 26-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (ITWG) 26-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - მაიკლ ქერიმ და მარია ვალენიუსმა. "შეხვედრის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობები და რეაგირების მექანიზმები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარებისა და ბირთვული ექსპერტიზის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის. სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე ექსპერტმა და მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ბირთვული ექსპერტიზის შემდგომი განვითარების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის კვლევის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები. სიმპოზიუმი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა (DoE) და ევროკომისიის კვლევითი ცენტრის (JRC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)