|
2023-06-20 23:53:45, 1210 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვის მე-15 დღე - მაღაროელები შიმშილობას იწყებენ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-15 დღეა გრძელდება. ჭიათურელი მაღაროელები ხვალიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, შიმშილობას გეგმავენ. "ყველამ კარგად იცოდეს, ჩვენ ხვალ დილიდან ვიწყებთ შიმშილობას და ეს შიმშილობა იქნება უვადო, ვიდრე ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება მიღწეული", - განაცხადეს მაღაროელებმა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია :
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. გუშინ, 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)