|
2023-06-20 11:30:02, 852 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში, ასევე ის სფეროები რომლებიც მომავალში იქნება თანამშრომლობის საგანი. „ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიები და სატყეო მმართველობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)