|
2023-06-19 23:36:00, 1036 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვის მე-14 დღე - მაღაროელებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პარლამენტის შენობასთან კარვებს შლიან და არ აპირებენ დაშლას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-14 დღეა გრძელდება.
ადგილზე მყოფი მაღაროელები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი პარლამენტთან ხვალ, 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება, მანამდე კი 16:00 საათზე კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ამასთან, როგორც გაფიცულები ამბობენ, მაღაროელმა პროტესტის ამ ფორმას უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიმართა. 18 ივნისს კი, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)