|
2023-06-19 09:45:59, 872 ნახვა
საზოგადოება
მოძღვარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებაზე - ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან
ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის, რომელმაც 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და თავდამსხმელს მხარი დაუჭირა. როგორც რამინ თარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნავს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებები ღიად წალადობის წახალისებაა. "ეს არის ღიად და ცალსახად ძალადობის წახალისება. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა რაიმე სახის ძალადობა წაახალისო და თქვა, რომ აი დიახაც, პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა და პასუხგაუცემელი ვისგან არ დარჩებოდა კანონისგან, სამართლისგან თუ უბრალოდ კრიმინალური მენტალობის წარმომავლობის ადამიანებისგან. მსგავსი უტიფარი, უწიგნური და შეუსაბამო განცხადებებით ზუსტად იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან და ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, ქრისტეს ჯვარცმას და ჩვენ სიწმინდეს, ჩვენი ქვეყნისას, რომელსაც თითქოს ემსახურებიან", - განაცხადა რამინ თარაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)