|
2023-06-16 16:30:07, 902 ნახვა
საზოგადოება
მერია - გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
დაგეგმილი სატელევიზიო გადაღებების გამო, 17 ივნისს ლადო გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 06:00-დან 11:00 საათამდე ჩაიკეტება ლადო გუდიაშვილის ქუჩა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი, ხოლო 07:00-დან 08:00 საათამდე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზეც. „შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს ანტონ ფურცელაძის ქუჩის გამოყენებით. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი მძღოლები იმოძრავებენ გია ჭანტურიას ქუჩის გავლით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)