|
2023-06-16 12:56:39, 1006 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში ჩაერთო
ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, აღნიშნულ პროგრამაში ჯამში ჩართულია 74 სკოლა. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ბაზისბანკის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი "მე მაქვს უფლება". „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“, განხორციელდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)