|
2023-06-16 12:22:00, 1013 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა 2 ივნისს, პარლამენტთან დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს. „ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა და შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები. მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით. სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)