|
2023-06-15 16:44:33, 813 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. იოსელიანის თქმით, აქციის მონაწილეები რადიკალურად არ არიან განწყობილი და მზად არიან დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვენ მეორე მხარისგან. „პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის რომ უკვე მეოთხე დღეა ადამიანები შიმშილობენ და დღემდე ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ მიმდინარე მოვლენები, ვინაიდან საქმე ეხება ერთ-ერთ ძირითად ადამიანის უფლებას - შრომის უფლებას. ჩართულები ვართ პროცესში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე; თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს, რათა მხარეთა პოზიციები მაქსიმალურად იყოს დაახლოებული და დასაქმებულთა შრომისა და უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)