|
2023-06-15 16:26:17, 743 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება GEMO FEST-ის პარტნიორია
რაჭისა და სვანეთის შემდეგ, ყველაზე გემრიელ ფესტივალ GEMO FEST-ს ამჯერად იმერეთი უმასპინძლებს. წელს პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოპულარიზაციის მიზნით, "გემო ფესტის" პარტნიორი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე იღებენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა. „GEMO FEST-ი წელს იმერეთში პირველად იმართება და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია, ყველაზე გემრიელ ფესტივალს უერთდება და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით წარმოდგენინი იქნება ღონისძიებაზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთში ტურისტული სექტორის ძირითადი მასტიმულირებელია. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისსა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას, მეტი ტურისტის მოზიდვას და რეგიონის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 17-18 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივებსა და ტურისტებს იმერული კერძების დასაგემოვნებლად ეპატიჟება. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)