01:00 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 15:12:36, 716 ნახვა

საზოგადოება
„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023“ დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023" დასრულდა. ტურნირში გლდანის რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.

გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

"ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 8 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. 

პირველობა გუნდმა ,,კეშომ“ მოიპოვა, მეორე ადგილი ,,ოლ სტარმა“, მესამე ადგილი კი ,,ტიფლისმა“ დაიკავა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი; საუკეთესო ფეხბურთელი; 

ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო, გამარჯვებულებს კი მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. 

აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics