|
2023-06-15 10:45:02, 730 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით. „საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა. 2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)