|
2023-06-14 17:25:43, 867 ნახვა
საზოგადოება
დეკანოიძე - სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, დღეს მაღაზიაში გასვლისას გამომეკიდა
სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, რომელიც გაუგებრად მელაპარაკება და სადღაც წაყოლას მთხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძე ამბობს, აღნიშნულ ქმედებას სისტემატური სახე აქვს, დღეს კი პარლამენტის დაცვა ჩაერია საქმეში, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე აედევნა. "სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ "ტვ პირველის" მანქანის მძღოლი შეესწრო, გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას. პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა. პარლამენტთან რუსეთის მოქალაქე, გაურკვევლი კაცი მხვდება ყოველ დღე. პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)